Logo

ლინას ლინკევიჩუსი – რუსეთმა მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა

პოლიტიკა
1019
Frontnews image description

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შეუძლებელი გახდა ნატო-ს მოკავშირეთა ნაწილის დარწმუნება, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპი მიენიჭებინათ.

 

ლინკევიჩუსის აზრით, ამას შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ყირიმის ანექსია, ახლა კი რუსეთი უფრო მეტს ითხოვს.

 

“2008 წელს ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში ჩვენ ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, რომ უკრაინასა და საქართველოსთვის მაპი მიგვენიჭებინა. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. რუსეთის პროვოცირება პირიქით მოხდა – მან მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერზე“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები