ლინკევიჩიუსი – ევროპა ცალსახად უნდა დადგეს ქართველი ხალხის მხარეს


ავტორი
Front News საქართველო
ევროპა ცალსახად უნდა დადგეს ქართველი ხალხის მხარეს. ჩვენ ვხედავთ, რა გამოიწვია უკრაინის დოზირებულმა და ნაწილობრივმა მხარდაჭერამ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რუსეთი არ გაჩერდება თავისი იმპერიული ამბიციებით, მას სჭირდება მთელი უკრაინა, მოლდოვა, საქართველო.
“ევროპა ცალსახად უნდა დადგეს ქართველი ხალხის მხარეს. ჩვენ ვხედავთ, რა გამოიწვია უკრაინის დოზირებულმა და ნაწილობრივმა მხარდაჭერამ. რუსეთი არ გაჩერდება თავისი იმპერიული ამბიციებით. მათ სჭირდებათ მთელი უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. ისინი უნდა შეაჩერონ!“, – წერს ლინკევიჩიუსი.
თაგები:
ლინას ლინკევიჩიუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს