ლიეტუვის საგარეო უწყება - ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ და სწრაფ პასუხს ახლავე


ავტორი
Front News საქართველო
ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ და სწრაფ პასუხს ახლავე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტის და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ იმის ნათელი დემონსტრირებაა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს პოლიტიკური სუბიექტი. ეს მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთქმედების სამომავლო ჩარჩოს შესახებ სერიოზულ დისკუსიას. დროულად რეაგირების არარსებობა არ ხსნის პასუხისმგებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან თავად მივიდა და განაჩენის აღსრულებას იქ დაელოდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს