"ლივერპულისა" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, ქალაქ სამორასთან მოხდა. ცნობილ ფეხბურთელთან ერთად ასევე დაიღუპა მისი 26 წლის ძმაც, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო – ინფორმაციას ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შემთხვევა ესპანეთის დროით, დაახლოებით, 00:40 საათზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავტომობილი გზიდან გადავიდა და დაიწვა. ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
დიოგო ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წელს შეუერთდა. ინგლისური გუნდის რიგებში მან 182 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ფეხბურთელი უეფას ერთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა.
თაგები:
დიოგო ჟოტა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს