
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანის მცდელობას ეხმაურება.
მისი თქმით, “მსგავს პროვოკაციებს როგორც უკრაინის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გამოხმაურებები მოჰყვება“.
“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მას არ შეუძლია ფეხზე დგომა, აქვს სისუსტე და არაერთი ცუდი სიმპტომი. მომხდარის შემდეგ საავადმყოფოში არავის უშვებდნენ, არც მის პირად ექიმებს და არც დედას. მსგავს პროვოკაციებს გამოხმაურებები მოჰყვება, არც გაჩუმდება არც საერთაშორისო თანამეგობრობა და არც უკრაინული მხარე და არც ადამიანის უფლებების დამცველები.
ეს არის არაადამიანური მოპყრობა. მიხეილ სააკაშვილი არ იღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ამას ემატება პროვოკაციები იმისთვის, რომ მისი საბოლოოდ განადგურება მოხდეს. იმედი მაქვს, მივაღწევთ, რომ მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანენ, რადგან საქართველოში ის უსაფრთხოდ არაა”, – აცხადებს იასკო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუშინ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, რა დროსაც ის ცუდად გახდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს