
ავტორი
Front News საქართველო
არა მხოლოდ პოლონეთს, მთელ საერთაშორისო საზოგადოებას კარგად ესმის, რომ არანორმალურია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პუტინის პირადი ტყვე, საქართველოს ციხეში იმყოფება, – ამის შესახებ უკრაინის „რადას“ დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანის საკითხი დაისმება არაერთ პლატფორმაზე. მან ქართველ საზოგადოებას ასევე გააქტიურებისაკენ, საქართველოს მთავრობას კი ადამიანური სახის შენარჩუნებისან მოუწოდა.
“არა მხოლოდ პოლონეთს, მთელ საერთაშორისო საზოგადოებას კარგად ესმის რომ არანორმალურია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პუტინის პირადი ტყვე არის, საქართველოს ციხეში იმყოფება, ვიცით, რომ პუტინი არის ბოროტება და ადამიანი, რომელიც ამ ბოროტებას ებრძოდა, არის ციხეში, ეს არის სირცხვილი იმ ქვეყნის, სადაც ეს ხდება. ეს საკითხი წამოიჭრება სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის ადამიანის უფლებების, ევროპის საბჭოს, კულუარებში, ასევე როგორც საჯარო, ასევე კერძო დიალოგების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არ დგამს ასეთ ნაბიჯს, რაც მიხეილ სააკაშვილის გაშვება არის უკრაინაში, მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, რადგან ეს შეუნარჩუნებს ამ ხელისუფლებას ადამიანურ სახეს.
მიხეილ სააკაშვილი ამავე დროს უკრაინის მოქალაქეა და მას სამხედრო ვალდებულებები გააჩნია, ის ძალიან სჭირდება უკრაინას და მთელ მსოფლიოს, მისი ცოდნა და მის მიერ პუტინის პიროვნების გააზრება და იმის ცოდნა როგორ შეიძლება მშვიდობა აღადგინო, ძალიან საჭიროა.
უნდა გააქტიურდეს ქართული საზოგადოებაც და ეს მინდა გთხოვოთ, რომ არ დაივიწყოთ. ჩემთვის პირადად ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვიცი, უკრაინის ომში მიხეილს სერიოზული დახმარების გაწევა შეეძლო და მას ამის საშუალება არ მიეცემა. მე გთხოვთ დაგვეხმაროთ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაში“, – განაცხადა იასკომ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს