
ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფებოდა.
როგორც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებია აღძრული.
“ვფიქრობ, საქართველო ბედნიერი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის. საკუთარი ხალხის სიყვარულისთვის ის ყველაფერზეა წამსვლელი. ვამაყობ ადამიანით, რომელსაც თავისი ქვეყანა ასე უყვარს. ეს დიდი ბრძოლაა, რომლის მოგებაც ასე გჭირდებათ. ის პოლიტიკური პატიმარია და არ ეთანხმება ბრალდებებს. ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის, ქვეყნის მომავალი და მიშა უნდა დაიცვათ თქვენც. ამასთანავე, ის უკრაინელი პოლიტიკოსია და უკრაინისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. გვშურს, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილი ჰყავს”, – აცხადებს ლიზა იასკო.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს