ლოიდ ოსტინი ახალ წელს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ახალ წელს უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
CNN-ის ცნობით, ის გეგმური სამედიცინო პროცედურის შემდეგ გართულებების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა ჩინოვნიკის საავადმყოფოში გადაყვანიდან მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა.
განყოფილებაში არ აკონკრეტებენ პროცედურის ხასიათს და გართულებებს. ასევე არ არის მითითებული, იყო თუ არა პენტაგონის ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირებისას გონზე. აღნიშნულია, რომ ოსტინის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა ჯერ უცნობია, როდის გაწერენ.
თაგები:
ლოიდ ოსტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს