
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში 3+3 ფორმატთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას საპასუხოდ განაცხადა.
“3+3 ფორმატს რაც შეეხება, შემოთავაზებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე მე უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, უნდა სცემდეს პატივი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს.
ვიდრე ვისაუბრებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რომ ითანამშრომლონ, უნდა გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
თაგები:
ლოიდ ოსტინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს