ლონდა თოლორაია – ჩვენ დავასრულეთ დამკვირვებელთა რეგისტრაცია, სულ დარეგისტრირდა 4200 დამკვირვებელი


ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ, ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები, – ამის შესახებ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სიცრუის ტირაჟირება შედის მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებში.
“რაც შეეხება, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სადამკვირვებლო საქმიანობას, ჩვენ დავასრულეთ დამკვირვებელთა რეგისტრაცია, სულ დარეგისტრირდა 4200 დამკვირვებელი, ჩავატარეთ 50-მდე ტრენინგი.
მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ, ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები. მმართველი პარტიის ხელში ხვდება ისეთი პერსონალური ინფორმაციები, რომელთაც ფლობენ მხოლოდ სახელმწიფო უწყებები. როგორც ჩანს, მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაეცემა მმართველ პარტიას, რათა გაუმარტივდეთ ამომრჩევლების მართვა. ამ დრომდე, არც ერთი უწყებისგან არ მოგვისმენია მათ მიერ განხორციელებული რეაგირების, ჩატარებული შემოწმებისა და გამოძიების შესახებ. ასევე პრობლემად იკვეთება, საზოგადოებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა.
წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევას შეუძლებელია ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები, ეს ყველაფერი აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციაზე და ჩატარებული გამოძიების შესახებ აცნობონ საზოგადოებას. საგამოძიებო უწყებების მსგავსად, უმოქმედოა ანტიკორუფციული ბიუროც.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე კვირაა, ვითხოვთ შესწავლილი იქნეს მმართველი პარტიის დაფინანსება და მათი შემომწირველები, დღემდე არ მოგვისმენია არავითარი განმარტება ბიუროსგან. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, მათ შორის, საჯარო სამსახურებში, იმის შესახებ, რომ თითქოს ელექტრონული საშუალებებით ხმის მიცემა ფარული არ არის, რაც სიცრუეა. ასეთი სიცრუის ტირაჟირება შედის მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებში“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თაგები:
ლონდა თოლორაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა