
ავტორი
Front News საქართველო
დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს, საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი. ამდენი პირი ერთდროულად ბოლო 10 წელია, არცერთ პრეზიდენტს შეუწყალებია, – ამის შესახებ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია წერს.
მისივე თქმით, ათასობით მსჯავრდებული ამნისტიით გამოუშვეს, ყოველგვარი კვლევის, რისკების შეფასების გარეშე.
“ათასობით მსჯავრდებული ამნისტიით გამოუშვეს, ყოველგვარი კვლევის, რისკების შეფასების გარეშე. ამის შედეგები მალე გამოჩნდება. ამ კანონში ყველა ის დანაშაული ჩაწერეს, რისი ჩაწერაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, კანონის მიღმა დარჩა ხალხი, ვინც ამნისტიით ვერ გამოუშვეს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს, საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი.
ამდენი პირი ერთდროულად (ერთ ჯერზე) ბოლო 10 წელია, არცერთ პრეზიდენტს შეუწყალებია. არათუ ერთ ჯერზე, იშვიათად, რომელიმე წელს ამდენი მსჯავრდებული შეეწყალებინა ვინმეს. შეწყალების სტატისტიკა ასეთია: 2024 წელი – 69, 2023 – 46, 2022- 23, 2021 – 18, 2020 – 20, 2019 – 47, 2018 – 362, 2017- 548, 2016 – 579, 2015 – 730, 2014 – 555, 2013 – 857.
“გამჭვირვალობის კანონის” მიმღებმა ხელისუფლებამ იქნებ გვითხრას, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს, რატომ, შეწყალების კომისიაში ვინ იყვნენ და როგორ მოახერხეს ეს ასე მოკლე დროში“, – წერს ლონდა თოლორაია.
თაგები:
ლონდა თოლორაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს