ლონდა თოლორაია – ეს არის დაუშვებელი, რაც ხდება და ძალიან საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის


ავტორი
Front News საქართველო
არ არის გასაკვირი, რომ ამ ხელისუფლების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია.
“ჩვენ ხვალ და ზეგ შეიძლება, საერთოდ ვერ მივხვდეთ, ვინ გვაკავებს, ვინ გვსვამს მანქანაში, სად მივყავართ, კანონიერია თუ უკანონო ეს ყველაფერი. ეს არის დაუშვებელი, რაც ხდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ძალიან საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ის, რაც ხდება ჟურნალისტების მიმართ, რა თქმა უნდა, არის იმის გაგრძელება, თუ როგორ ეპყრობა ჟურნალისტებს ეს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, მისთვის მიუღებელია ყველანაირი განსხვავებული აზრი და ყველა ადამიანი, ვინც ხელს უწყობს ამ განსხვავებული აზრის გავრცელებას ამ ქვეყანაში, ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ამ ხელისუფლების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები არიან”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თაგები:
ლონდა თოლორაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს