
ავტორი
Front News საქართველო
უმჯობესია, ცესკომ მიხედოს იმ საჩივრებს, რომლებიც წარდგენილია. ეს შეეხება საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს არსებულ ასობით დარღვევას, – ამის შესახებ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მან ის კონკრეტული რეგიონები და ქალაქები ჩამოთვალა, სადაც მისი თქმით შეინიშნებოდა დარღვევები.
“ოლქები, რომლებსაც შეეხება საჩივარი – ბათუმში მოთხოვნილია 33 უბნის შედეგების ბათილად ცნობა, მარნეულში 32, გარდაბანში 27, ქუთაისში 17, გორში 15, თელავი 15, ბოლნისი 11, ქობულეთი 8, ლაგოდეხი 8, გურჯაანი 8, კასპი 8, ახალციხე 7, დედოფლისწყარო 6, მცხეთა 7, ქარელი 7, საგარეჯო 6, სიღნაღი 5, ზუგდიდი 4, ხაშური 4, სენაკი 3, ყვარელი-ახმეტა-ბორჯომი 2, ადიგენი 2, დუშეთი 2, ხობი 1, ახალქალაქი და დმანისი თითო-თითო. ეს შეეხება საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს არსებულ ასობით დარღვევას. უმჯობესია, ცესკომ მიხედოს იმ საჩივრებს, რომლებიც წარდგენილია”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თაგები:
ლონდა თოლორაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს