
ავტორი
Front News საქართველო
წარმოუდგენლად მიმაჩნია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს შეძლოს, თუნდაც სურვილის შემთხვევაში ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, - ამის შესახებ "კანონის უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მტკიცებულებების შეგროვება სამი თვის მერე კი არა, ზოგჯერ რამდენიმე საათის დაგვიანებითაც კი ჭირს.
"წარმოუდგენლად მიმაჩნია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს შეძლოს, თუნდაც სურვილის შემთხვევაში ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და რატომ - ზოგადად, როდესაც მოხელეების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულს ეხება საქმე, აქ თუ შენ სწრაფად და ოპერატიულად არ იმოქმედე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, შენ რაიმე მტკიცებულებების შეგროვება შეძლო სამი თვის მერე კი არა, ზოგჯერ რამდენიმე საათის დაგვიანებითაც კი", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე 5-თვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.
თაგები:
ლონდა თოლორაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს