Logo

ლუბინეცი – რამდენიმე უკრაინელი სამხედრო ტყვე რუსი პროპაგანდისტების მიერ გამოცხადებული პირების სიიდან, ადრე უკვე გაცვალეს

უკრაინა
836
Frontnews image description

რამდენიმე უკრაინელი სამხედრო ტყვე რუსი პროპაგანდისტების მიერ გამოცხადებული პირების სიიდან, რომლებიც თითქოს ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ილ-76-ის ბორტზე იმყოფებოდა, უკვე გაცვლილია, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

 

ომბუდსმენის თქმით, სამხედრო ტყვეთა სიაში, რომელიც რუსულმა მედიამ ილ-76-ის ბორტზე “გაგზავნა”, შეუსაბამობაა.

 

“სიაში აღმოვაჩინეთ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ადრე უკვე გაცვალეს”, – აღნიშნა ლუბინეცმა.

 

საუბარია სავარაუდო “ტყვეთა სიაზე” 65 ადამიანის გვარით, რომელიც კრემლის პროპაგანდამ გამოაქვეყნა და რომელსაც აგრესორი ქვეყანა თითქოს უკრაინასთან გაცვლისთვის ამზადებდა.

 

აღსანიშნავია, რომ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მიერ 25 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიაში მინიმუმ ერთი ადამიანი უკვე გაცვალეს მიმდინარე წლის 3 იანვარს გაცვლის დროს.

 

ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ “ინფორმაციულ სივრცეში რუსმა მოთამაშეებმა ისარგებლეს ილ-76-ის ჩამოვარდნით, რათა დათესონ შიდა უკმაყოფილება უკრაინაში და შეარყიონ დასავლეთის სურვილი, განაგრძოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა”.

Advertisement