ლუბლიანას ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი შედარებით მძიმედაა დაშავებული, თუმცა ორივე მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა.
არსებული ინფორმაციით, მოწყდა გარე ლიფტი, რომლითაც მაღალ სართულებზე სამშენებლო მასალები ააქვთ და ჩამოვარდა.
კორპუსის მშენებლობა ჯერჯერობით დასრულებული არ არის.
სამუშაოებს შპს “მწვანე დიღომი” აწარმოებს, რომელიც აცხადებს, რომ დაშავებული მუშები მათი თანამშრომლები არ იყვნენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ არკვევენ რა მოხდა, რადგან მათი ნებართვის გარეშე ლიფტით ვერავინ ისარგებლებდა.
თაგები:
მშენებლობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს