
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მას უფლებამოსილება უკრაინის პარლამენტის მიერ აქვს მინიჭებული და მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
“იქედან გამომდინარე, რომ უფლებამოსილება უკრაინის პარლამენტის მიერ მაქვს მონიჭებული, ჩემი მანდატი უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. გამომდინარე იქედან, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ შევძელი, დასკვნები იმ ადამიანების ნათქვამიდან გამომაქვს, რომლებსაც მასთან უშვებენ. აქედან გამომდინარე ვაცხადებ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევასთან გვაქვს საქმე.
ამასთანავე ვაცხადებ, რომ შეფასების დროს შემიძლია გამოვიყენო ის საერთაშორისო სამართლის ნორმები რომლებიც როგორც უკრაინას ასევე საქართველოს აქვთ რატიფიცირებული”, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.
თაგები:
ლიუდმილა დენისოვა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს