
ავტორი
Front News საქართველო
მოვამზადებთ ანგარიშს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებსა და ევროპარლამენტარებს გადავცემთ, ასევე შეხვედრას მოვითხოვ პრეზიდენტ ზელენსკისთან, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
როგორც ლუდმილა დენისოვამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით თავის ქართველ კოლეგას შეხვდება.
“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს კონსილიუმისა და ომბუდსმენის რეკომენდაცია და მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს, მითუმეტეს, რომ არსებობს ამის პრეცედენტები.
მოვამზადებთ ანგარიშს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებსა და ევროპარლამენტარებს გადასვცემ, შეხვედრას მოვითხოვ ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან”, – განაცხადა დენისოვამ.
მისივე თქმით, ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია საფრთხისშემცველია მესამე პრეზიდენტისთვის.
უკრაინის სახალხო დამცველი ასევე შეხვდება მიხეილ სააკაშვილის ქართველ ადვოკატებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს