
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ოთხსაათიანი მცდელობის შემდეგ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოსანახულებლად ისევ არ შეუშვეს.
როგორც დენისოვა აცხადებს, მან იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მიიღო.
“თავისი პასუხის ერთ ნაწილში ისინი ამბობენ, რომ მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის დამაკმაყოფილებელია, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. უარის თქმის დროს კი ისინი უბრალოდ წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებებსა, ასევე, იმისთვის, რომ დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაშვებულები იქნებიან მხოლოდ ის ვიზიტორები, რომლებიც განსაზღვრულია პატიმრობის შესახებ კოდექსის. როგორც მივხვდი, ახლა დაუშვებენ მხოლოდ ახლობლებსა და ადვოკატებს, ასევე, ჩვენს კონსულს.
რადგანაც მე არ შემიშვეს, დამოუკიდებლად ვერ შევძელი მისი ნახვა და ვიზუალურად მაინც დამედასტურებინა მისი მდგომარეობა, ანალიზების გარეშე, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აქვს რაღაც დასამალი”, – განაცხადა დენისოვამ.
მისივე განმარტებით, დღეს სააკაშვილის პირად ექიმსა და საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდება. ასევე, მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელობას წერილობით მიმართავს, რათა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს