ლუკ კოფი – მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სანქციების აღსრულებაა


ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი, რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, ესაა მიგიწვიონ და შემდეგ ეს მიწვევა გააუქმონ, – ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა ლუკ კოფმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას “ამერიკის ხმასთან” განაცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სანქციების აღსრულებაა.
“ერთადერთი, რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, ესაა მიგიწვიონ და შემდეგ ეს მიწვევა გააუქმონ, ვფიქრობ ეს ძალიან სამარცხვინოა საქართველოს მთავრობისთვის. სამწუხაროდ, ყველაფერი რაც ხდება, იქნება ეს ბაიდენთან მიღებაზე მიწვევის თუ მისი კაბინეტის წევრებთან შეხვედრების გაუქმება, ან ნატოში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით რაიმე პროგრესის მოუხსენიებლობა, ყველაფერი იმის შედეგია, რაც საქართველოში ხდება.
არ ვიცი ამერიკის მთავრობა რას ელოდება. მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სანქციების აღსრულებაა. ასეთი სანქციების დაწესებამ შესაძლოა, თავი უკეთ გვაგრძნობინოს იმის დანახვით, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად რაღაცას ვაკეთებთ. მაგრამ საინტერესოა პრაქტიკულად რას შეცვლის ეს, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი.
თაგები:
ლუკ კოფი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა