Logo

ლუკა კურტანიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
159
Frontnews image description

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატს და ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს მოჭიდავე ლუკა კურტანიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ კურტანიძე ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, საკუთრების მფლობელობის დარღვევისა და ნივთის დაზიანების ნაწილში კი გაამართლა.

კურტანიძის პატიმრობის ათვლა 27 ივლისიდან იწყება, შესაბამისად, ის საპატიმროს თებერვალში დატოვებს.

ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

Advertisement