
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა, დაჯილდოებისას შვილს და ქართველ გულშემატკივრებს ქართულ ენაზე მიმართა.
"ლუკას – მამიკო მინდა, რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გულშემატკივრებს, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის", – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ქართველმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერისა და ტეილორ ფრიცის დამარცხების შემდეგ დღეს ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა.
29 წლის სპორტსმენმა Qatar Open-ის ფინალში ისტორიული გამარჯვება ორ სეტში – 7:6, 6:2 ქულით მოიპოვა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს