ლუკაშენკო – ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის ტარების უნარი უკვე აქვთ


ავტორი
Front News საქართველო
ბელარუსის რეჟიმის მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთს ბირთვული იარაღით დაემუქრა და განაცხადა, რომ ბელარუსის სამხედრო ავიაცია უკვე გადაკეთდა მათ გადასატანად.
“დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერტმფრენები, თვითმფრინავები, თუ ვითარების ესკალაციაზე წავლენ, მათ ვერ გადაარჩენს.
მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში განვიხილეთ, რომ ბელარუსის სუ-24 თვითმფრინავებსაც გადავაკეთებდით, რათა მათ ბირთვული იარაღის ტარება შეძლებოდათ. ყველაფერი მზად არის”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ლუკაშენკოს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.
თაგები:
ალექსანდრე ლუკაშენკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს