ლუკაშენკო პოლონეთს “ვაგნერელებით” ემუქრება – “მათ დასავლეთში ექსკურსიაზე წასვლა სურთ”


ავტორი
Front News საქართველო
ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ მას თითქოს, “ვაგნერის” მებრძოლები “არ ასვენებენ”, რადგან პოლონეთზე თავდასხმა სურთ.
“იქნებ არ უნდა გეთქვა, მაგრამ “ვაგნერის” მებრძოლები მოსვენებას არ გვაძლევენ, ისინი დასავლეთისკენ წასვლას მოითხოვენ, მე ვეკითხები, რად უნდათ ეს? ჩვენ ხომ ვაკონტროლებთ რაც ხდება. ისინი ამბობენ – “წავიდეთ ექსკურსიაზე ვარშავასა და ჟეშუვში”.
ჟეშუვში მათთვის მიუღებელია, რადგან, როდესაც ბახმუტთან იბრძოდნენ, იციან საიდან მოდიოდა სამხედრო ტექნიკა. რა თქმა უნდა, როგორც შევთანხმდით, ისინი ბელარუსის ცენტრში არიან. არ მინდა მათი გადაყვანა, რადგან მათი განწყობა ცუდია”, – განაცხადა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრაზე.
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, 22 ივლისის მდგომარეობით, ბელარუსში “ვაგნერის” 5000-მდე რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება.
თაგები:
ალექსანდრე ლუკაშენკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს