ლუკაშენკო – პუტინი ჩემზე მეტად არის ჩაფლული აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეებში, ამბობს, რომ მას უნდა დავეხმაროთ


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთში ჩამოსვლამდე, პუტინთან საუბრისას მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არსებობს და ვერავითარი სანქციები მას რუკიდან ვერ წაშლის, – ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნისას განაცხადა.
“ამ საკითხებზე ბევრი ვიმსჯელეთ, ღამემდე. ის ჩემზე მეტად არის ჩაფლული აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეებში. ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ დასკვნამდე მივედით: აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაიშლება, ამას ვერანაირი სანქციები ვერ გააკეთებს.
აფხაზეთი, როგორც ის ამბობს, არ უნდა იყოს მიტოვებული, მას უნდა დავეხმაროთ, რათა ამ აყვავებულმა მიწამ და აქ მცხოვრებმა ხალხმა ნორმალურად იცხოვროს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
თაგები:
ალექსანდრე ლუკაშენკო

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა