
ავტორი
Front News საქართველო
ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ის თვალს ადევნებს იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში ვითარდება, მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
“რაღაც არ ჩანს ეს კარგად იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ, უბრალოდ მიუღებელია ისეთ მასშტაბებს მიაღწიო, როგორიც ახლაა, მაგრამ რატომ ვამბობ ამას: ჩვენ არაფერი შეფასება მიგვიცია, არ ჩავრეულვართ არც ამ და არც სხვა ამ სიტუაციებში, ჩვენ შევინარჩუნეთ ძალიან კარგი ურთიერთობა და შეძლებისდაგვარად ვინარჩუნებთ თბილისთან. რატომ რეაგირებენ ასე მკვეთრად… ვფიქრობ დამეხმარებით ამაზე პასუხის პოვნაში“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე.
თაგები:
ალექსანდრე ლუკაშენკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს