
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დასავლეთის დაპირებები “მობეზრდა“ და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
“საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სხვა რამ და სურთ ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ მათ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით.
ბაზრები დიდი ხანია, იყოფა და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. და ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, თუ დასავლეთი ვინმეს რაიმეს სთავაზობს, ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის გატარებისთვის.
თაგები:
ალექსანდრე ლუკაშენკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს