ლუკაშენკო – თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვკვდები, დამშვიდდით, სიკვდილს არ ვაპირებ


ავტორი
Front News საქართველო
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მას სერიოზული ავადმყოფობა არ აქვს და სიკვდილს არ აპირებს.
“თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვკვდები, დამშვიდდით, დამშვიდდით, სიკვდილს არ ვაპირებ. ეს სხვა არაფერია, თუ არა უსაქმური მსჯელობა მესინჯერებსა და ტელეგრამის არხებში. ადენოვირუსი ან რა იყო იქ? ადენოვირუსი. სხვა არაფერი”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მოგზაურობის გამო ემკურნალა და ამიტომ დაავადება პროგრესირებდა.
”თქვენ ჩემთან ერთად კიდევ ძალიან დიდხანს დაიტანჯებით”, – მიმართა ლუკაშენკომ ჩინოვნიკებს.
ლუკაშენკოს ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია 9 მაისს მოსკოვში, აღლუმზე ყოფნის დროს გავრცელდა, 13 მაისს ის მინსკის კლინიკაში გადაიყვანეს.
თაგები:
ალექსანდრე ლუკაშენკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს