“ლუკოილის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
“ლუკოილის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 67 წლის რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მეექვსე სართულზე მკურნალობდა.
როგორც რუსული მედია წერს, მაგანოვმა შესაძლოა, ავადმყოფობის გამო თავი მოიკლა, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
თაგები:
მოსკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს