ლუვრში მონა ლიზას წვნიანი შეასხეს

ავტორი
Front News საქართველო
ლუვრში მონა ლიზას წვნიანი შეასხეს. პროტესტი ამ ფორმით ორმა ქალმა გამოხატა, რომლებიც “ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას მოითხოვენ.
მათი თქმით, “სოფლის მეურნეობის სისტემა დაავადებულია”.
ლუვრში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად ლეონარდო და ვინჩის შედევრი არ დაზიანებულა, რადგან მას ტყვიაგაუმტარი მინის საფარი იცავს.
ლეონარდო და ვინჩის მიერ დაახლოებით 1503 წელს შესრულებული ნახატი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია და პარიზის ცენტრში, ლუვრში ინახება.
თაგები:
პარიზი




