
ავტორი
Front News საქართველო
M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მიზნით, ახალი ქართულ-ებრაული საწარმო სსსტც „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოს ამოქმედდება. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ებრაული კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს მოაწერეს ხელი.
"დელტას“ პატრონაჟით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საწარმოში M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი წარიმართება.
M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
სამომავლოდ განიხილება საწარმოს ფუნქციური დატვირთვის გაზრდა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოება. ასევე, საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობა. პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული იარაღი თავდაცვის ძალებს გადაეცემა. ასევე, დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს