
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე M.G. Megi Gabunia-ს ცენტრალური ფილიალი გაიხსნა, სადაც სტუმრებს ბევრი სიახლე და კომფორტული სივრცე ელოდება.
კონცეპტ მაღაზიის გამჭირვალე სივრცეში სტუმრებს უშუალო შეხება ექნებათ სამოსის შექმნის პროცესთან და შეძლებენ თავად იხილონ, თუ როგორ მიმდინარებს კოლექციებზე მუშაობა.
ახალი შოურუმი 10 ივნისს გრანდიოზულად გაიხსნა, რომლის დროსაც არაერთი პრიზი გათამაშდა.
M.G. Megi Gabunia ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც ქალისა და მამაკაცის განსაკუთრებული გარდერობის შესაქმნელად, შავი, ნაცრისფერი და თეთრი ფერების პალიტრას იყენებს. კოლექციებში გამოყენებულია ტყავის და ლითონის ხელნაკეთი დეტალები.
M.G. დაარსებულია დიზაინერ მეგი გაბუნიას მიერ და ის 2016 წლიდან აწარმოებს საკუთარ პროდუქციას.
2017 წლიდან დღემდე, M.G. წარმატებით თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ისრაელის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაიერებთან და საკუთარი პროდუქცია ამერიკის, ევროპისა და აზიის 10 ქვეყანაში გააქვს.
M.G. მიდმივად ცვლის ბევრ დეტალს, სილუეტსა და ფორმებს, მაგრამ მისი გამორჩეული ხელწერა და ხასიათი მუდმივია.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/bfsQJXhXgSY” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture” allowfullscreen></iframe>
კოლექციების დათვალიერება შესაძლებელია: Facebook და Web: www.megigabunia.com
R
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს