Logo

მადიარი დამაჯერებლად ლიდერობს - უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები გამოქვეყნდა

მსოფლიო
180
Frontnews image description

უნგრეთში, საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები გამოქვეყნდა. ხმების ნახევრის დათვლის შემდეგ პეტერ მადიარის ოპოზიციური პარტია "ტისა" იმარჯვებს.

უნგრეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დათვალა ხმების 45.71%. ამ მომენტისთვის "ტისას" ხმების 67.84% მიიღო, ანუ პარლამენტში 135 ადგილი (სულ 199 ადგილიდან); „ფიდესმა“ მიიღო 28.64%, ანუ 57 ადგილი.

უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი დროით 18:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 77.80% შეადგინა, ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში  5,856 მლნ-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები