მადიარი - როგორც პრემიერ-მინისტრი, ვიმუშავებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და უნგრელი ხალხის კეთილდღეობისთვის

ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია "ტისას" ლიდერი პეტერ მადიარი უნგრელებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ იმუშავებს ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის.
"მადლობა ყველა უნგრელს, როგორც სამშობლოში, ისე მთელ მსოფლიოში!
უდიდესი პატივია, რომ ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით მოგვანიჭეთ მანდატი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და იმისთვის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის.
"ტისას" მთავრობა იქნება ყველა უნგრელის მთავრობა.
როგორც პრემიერ-მინისტრი, ყოველ დღე და დღის ყოველ საათში ვიმუშავებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის, ასევე უნგრელი ხალხის კეთილდღეობისთვის.
ღმერთი დამეხმაროს!" - წერს მადიარი.
ხმების 96.37%-ის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.
თაგები:
პეტერ მადიარი




