Logo

“მადლობა ეკუთვნის ყველას, საპატრიარქოსაც, თუმცა რატომღაც ვერ ვამჩნევთ, საკმარისი გამოხმაურება არ აქვს ამ შერიგების სიხარულს”

საზოგადოება
1356
Frontnews image description

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

"იმ დღეს მშვიდობისაკენ გადაიდგა ნაბიჯი, ეს არის ჩვენთვის ძალიან სასიხარულო, მნიშვნელოვანი ამბავი და დღეს ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ ნაბიჯს სჭირდება გამყარება, წახალისება, რომ საბოლოოდ მოხდეს აღმოფხვრა ყველა იმ საფუძვლებისა, რომელიც შესაძლოა, მომხდარიყო მსგავსი უსიამოვნება. ამ კონფლიქტის დარეგულირებასა და შერიგებაში მონაწილეობდა სხვადასხვა მხარე, სახელმწიფო თავისთავად, ადგულობრივი სასულიერო პირები და საპატრიარქოც. იქ იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ავტორიტეტი აქვთ მოსახლეობაში. მათი ჩართულობით, ჩვენთან ერთად ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობისაკენ და მადლობა ეკუთვნის ყველას. მოურიდებლად შემიძლია ვთქვა, რომ საპატრიარქოსაც მათ შორის, თუმცა რატომღაც ვერ ვამჩნევთ, ვერ ვხედავთ, საკმარისი გამოხმაურება არ აქვს ამ შერიგების სიხარულს. უფრო მეტად მნიშვმნელოვანი ფაქტია, ვიდრე ამას ვხედავთ, ხდება გაშუქება ამისი. 

ეკლესია თავისთავად არის მშვიდობისყოფელი და როდესაც ჩვენდამი არსებობს ნდობა მოსახლეობისა, რა თქმა უნდა, ეს ნდობა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება შეძლონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა. მსგვასს სიტუაციებში ეკლესიის ეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე ვიტყვი, ძალიან აზიანებს გარემოს ეკლესიისადმი ცილისმწამებლური, თუ რაღაც მტრული დამოკიდებულება და ამცირებს ამ ეფექტურობას. 

სამწუხარო ყოფითი მოვლენის გადატანის მცდელობა იყო რაღაც ფართო დაპირისპირებაში, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა დიდი უსიამოვნება და ღვთის წყალობით, ამდენი ხალხის ჩარებით, მშვიდობიანად მოხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა. ეთნიკურ ქართველებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანლებს შორის დიდი ხნის მეგობრობა, საქმიანო ურთიერთობები არსებობს და გუშინ, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სოფლებში ხდებოდა ამ ხალხის შეხვედრა, რომ თითოეულ მოქალაქემდე მისულიყო მშვიდობისკენ მოწოდება. ეს არის ძალიან მისასალმებელი და შემადგენელი ამ პროცესისა"-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები