Logo

“მადლობა მებრძოლებს ამ 500 დღისთვის” – ზელენსკი ზმეინიზე ჩავიდა

უკრაინა
1499
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან კირილ ბუდანოვთან ერთად სრულმასშტაბიანი ომის 500-ე დღეს კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა.

 

“მადლობა ყველას, ვინც აქ იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. ჩვენ პატივი მივაგეთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ამ ბრძოლაში – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანში სრულმასშტაბიანი ომის დროს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, პატარა მიწის ნაკვეთი შავი ზღვის შუაგულში არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა საკუთარი ტერიტორიის ყველა ნაწილს დაიბრუნებს.

 

მან ამ ადგილიდან მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელ ჯარისკაცს 500-დღიანი ბრძოლისთვის.

 

“ჩვენ ახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება, რომელიც ჩვენს სხვადასხვა დროის ყველა გმირს სურდა უკრაინისთვის, პატივისცემა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე რუსები თავს დაესხნენ ზმეინის კუნძულს სარაკეტო კრეისერის “მოსკოვის” დახმარებით. ოკუპანტები უკრაინელ მესაზღვრეებს მკვლელობით დაემუქრნენ, თუ ისინი არ დაყრიდნენ იარაღს და არ გამორთავდნენ სარადარო სისტემებს.

 

უკრაინელი მესაზღვრეების პასუხი იყო  ფრაზა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგობის მთავარი სიმბოლო გახდა.

 

2022 წლის 30 ივნისს ოკუპანტებმა დატოვეს კუნძული ზმეინი. უკრაინის ჯარების მორიგი წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მტერმა ნაჩქარევად მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია. შედეგად, ამან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა სრულად გაეთავისუფლებინათ ოდესის რეგიონი დამპყრობლებისგან.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fvideos%2F2030460083964131%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

Advertisement