Logo

მადრიდში, საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

პოლიტიკა
39
Frontnews image description

მადრიდში, საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო ესპანურ მხარეს - სახელმწიფო მდივანი დიეგო მარტინეს ბელიო.

ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზაობა განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა.

შეხვედრას ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი.

ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრები ესპანეთის სენატსა და კონგრესში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

მადრიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები