“მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ”

ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ის მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს ხვალ დადებს.
როგორც დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დემოკრატია ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებას ითვალისწინებს.
"დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, რათა ხვალ ყველა პარტიას შევხვდე. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო იმ გზების მოძიება, რათა ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს რომ მხედველობაში სხვა მხარის ინტერესებიც იყოს მიღებული. როგორც ამას ყოველთვის ვამბობ, ეს ყველა მხრიდან დათმობას ნიშნავს. რაც შეეხება პროცესს, პარტიების ლიდერებს ვუთხარი, რომ მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ", – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


