მაგისტრალის გადაკეტვას პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

ავტორი
Front News საქართველო
საწვავზე ზრდის პროტესტის აქციის მონაწილეებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველებსა და ავტომობილების მფლობელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოქალაქეები საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ, პოლიციელები კი მათ გზის გათავისუფლებას სთხოვენ.
"რამდენჯერმე გამაფრთხილებელი აქცია მოვაწყეთ, სიგნალებით შემოვიარეთ ქალაქი და როგორი რაღაცაა იცით? ცინიკურად გვეპყრობიან, თუ რა ხდება არ ვიცით. იმის შემდეგ დაახლოებით 10 თეთრითაა კიდევ საწვავზე ფასი მომატებული. ეს იწვევს ჩვენს აღშფოთებას. ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ, იმიტომ რომ ეს საკითხი ყველას გვეხება", – განაცხადა აქციის მონაწილემ.
"აქ მხოლოდ მძღოლები არ ვართ გამოსული. დღეს თბილისიდან და რუსთავიდან ჩამოვედით ადამიანები, რომ ამ შეწუხებული ხალხის გვერდით დავმდგარიყავით. ზეგ კიდევ ბათუმში ვგეგმავთ აქციას. მოკლედ, არ ვაპირებთ გაჩერებას"-აცხადებენ მოქალაქეები.
საწვავზე ფასის შემცირების მოთხოვნით, ქუთაისში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რიგით მესამე აქცია იმართება. ხალხის პროტესტის მიუხედავად, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ყოველდღიურად მაინც იზრდება.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


