“მაგთიკომი” ინტერნეტის სერვისებზე შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


ავტორი
Front News საქართველო
“მაგთიკომი” მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“27 იანვარს მაგთიკომის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება. გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტშეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.
რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე).
“მაგთიკომის” ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
27 იანვრის ღამეს საქართველოში “მაგთის” ინტერნეტი გაითიშა. “მაგთის” მომხმარებლები რამდენიმე საათის განმავლობაში ინტერნეტით ვერ სარგებლობდნენ.
თაგები:
მაგთიკომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს