მაია ბითაძე - იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს დეკლარაციას, სადაც იყო მოწოდება სირიისადმი აფხაზეთის აღიარების უკან წაღებაზე.
ბითაძის განცხადებით, სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა, რომ გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იქნა მოთხოვნილი და ნიკოლოზ სამხარაძის მიერ დაინიციირდა აღნიშნული ცვლილება და მიიღო მხარდაჭერა, როგორც შესაბამის კომიტეტზე, ასევე საბოლოო კენჭისყრის დროს.
"ახლა მხარი არ დაუჭირესო, იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა - გაიწვიოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი და ნიკოლოზ სამხარაძის მიერ დაინიციირდა ეს ცვლილება და მიიღო მხარდაჭერა, როგორც შესაბამის კომიტეტზე, ასევე საბოლოო კენჭისყრის დროს“,- წერს მაია ბითაძე.
თაგები:
მაია ბითაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს