მაია ბითაძე - ოპოზიციისთვის კრახით დასრულდება ის დივერსიული საქმიანობა, რასაც ეწევიან

ავტორი
Front News საქართველო
ის მეთოდები კარგად ვიცით, რითაც ოპოზიცია საქართველოს ებრძვის და არა „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი ყველა ჩანაფიქრი სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული, რაც ჩაიშალა.
„მათი მხრიდან პირველად არ ხდება, რომ ხელი შეუშალონ ქვეყნის სწორ განვითარებას. მათი მოთხოვნა ახალი არ არის, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. ვიცით, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგები იყვნენ და ცდილობდნენ, ქვეყანას ეს წარმატება არ ჰქონოდა. მათთვის კრახით დასრულდება ის დივერსიული საქმიანობა, რასაც ახლა ეწევიან. ვიზალიბერალიზაცია გამოყენებული არ უნდა იყოს სადამსჯელო ღონისძიებად. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ვერანაირ ინსტრუმენტს ვერ გააცოცხლებენ, დიპლომატიურ პასპორტებზე კი არალოგიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თაგები:
მაია ბითაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


