მაია ბითაძე - რადიკალური ოპოზიცია რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს, უნდა იცოდნენ, რომ ძალადობას კანონით გაეცემა პასუხი

ავტორი
Front News საქართველო
რადიკალური ოპოზიცია რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს და ძალადობას კანონით გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, „ეს ადამიანები არჩევნებში წაგებისთვის არიან განწირული“.
"მოსახლეობა შეეჩვია რადიკალური ოპოზიციის სიცრუეს და შემდეგ იმას, რომ ისინი პასუხისმგებლობას არაფერზე იღებენ. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალური ოპოზიცია მშვიდობიან დამხობაზე ისაუბრებს, ალერსიან გადატრიალებაზე თუ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლაზე, ფაქტი ფაქტად რჩება – ეს ადამიანები არჩევნებში წაგებისთვის არიან განწირული. სიძულვილის დიდმა პროპაგანდამ, რასაც ეს ადამიანები ამუშავებენ, საქართველოს მოსახლეობაში ნდობა საერთოდ მოკლა. ამას მათი უცხოელი მხარდამჭერებიც კარგად ხედავენ. რისთვისაც არ უნდა ემზადებოდნენ, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს, ძალადობას კი კანონით გაეცემა პასუხი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თაგები:
მაია ბითაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


