მაია ბითაძე - რასაც ჩვენ ადრე სახელმწიფო გადატრიალებას ვეძახდით, ახლა ვხედავთ, რომ თანამედროვე ტერორიზმის აშკარა გამოვლინებაა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ შეიძლება გვეცინება და რაღაც კუთხით ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება მთელი ის სპექტაკლი, რაც დადგეს [ოპოზიციამ], მაგრამ მეორე კუთხით, ჩვენ ვიცით, რომ რეალურად იმ ფაშიზმიდან, რითაც იყვნენ დაკავებულები განსაკუთრებით ბოლო ორი წელი ეს ყველაფერი გადაიზარდა ტერორიზმის მცდელობაში, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.
მაია ბითაძის განცხადებით, რამდენადაც ოპოზიციურმა ძალებმა ბოლო წლების განმავლობაში არჩევნების გზით ვერ მოიპოვეს უპირატესობა, ამის შემდეგ მათ მოისურვეს ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა.
“იმას, რასაც ჩვენ ადრე სახელმწიფო გადატრიალებას ვეძახდით ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე ტერორიზმის აშკარა გამოვლინებაა, რომელიც ფსევდოპატრიოტულ ემოციებზე დაყრდნობილი მოტივებით ცდილობდა, რომ მოებილიზებინა ადამიანები მთელი რადიკალების წარმონაქმნი დაემხო ხელისუფლება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით მათი მთავარი მიზანი, არა მხდოლოდ 4 ოქტომბერს, არამედ ყველა იმ მცდელობაში, რასაც სახელმწიფო გადატრიალების მსგავსი მცდელობები ერქვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და პრაქტიკულად მე-5 მცდელობა იყო ეს ნახევრად ოფიციალური, მათი მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა იმიტომ რომ მათ ვერა და ვერ მოახერხეს არჩევნების გზით მათ არჩევნების შედეგის პროგრესი, არათუ აშკარა რეგრესი ჰქონდათ მთელი ამ წლების განმავლობაში”, - განაცხადა მაია ბითაძემ გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
თაგები:
მაია ბითაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს