
ავტორი
Front News საქართველო
რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისთვის, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელ დავით კირთაძის მიერ საღებავის შესხმას.
მისი თქმით, რადიკალებს 26 ოქტომბერს არავინ აპატია ბულინგი და ძალადობა, ამ საქციელსაც არავინ აპატიებს მათ.
“რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება. ძალადობა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობა – ესაა მთავარი მიზანი, ოღონდ ერთს ვერ იაზრებენ, სხვა საქართველოა დღეს!!! არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში”, – წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
მაია ბითაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს