მაია ბითაძე – გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მაღალი ტრიბუნიდან ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება

ავტორი
Front News საქართველო
“მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტს გლაზგოში, სადაც გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო 120 ქვეყნის მეთაურია წარმოდგენილი. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება ამ მაღალი ტრიბუნიდან, რომელიც ეხება, მათ შორის, საქართველოს სამომავლო განვითარებას იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, რაც აწუხებს მსოფლიოს, როგორც გლობალურ, ასევე რეგიონულ დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე კეთილდღეობისა და ზოგადად, ჯანსაღი საცხოვრებელიო გარემოს სინერგიული თანაარსებობისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, პრემიერის ვიზიტი ეხება სწორედ იმ სამომავლო გამოწვევებს, რომელიც ჩვენს ქვეყნას შეიძლება ჰქონდეს კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე ,რაც პირდაპირ და ირიბად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
“ის მოწოდებები, რომელიც მაღალი ტრიბუნიდან პრემიერ მინისტრის მიერ გაისმა კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტზე, ის მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც პრემიერ მინისტრი აწარმოებს გლაზგოში, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ საქართველოს ინტეგრაციისთვის გლობალურ სამართლებრივ სისტემაში და გლობალურ ურთიერთობებში, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები და ხელმოსაჭიდი პროცესები, რომელსაც საქართველომ მხარი უნდა აუბას.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ძალიან მნიშვნელოვან დელეგაციასთან ერთად. წარმატება მინდა ვუსურვო მას თქვენთან ერთად“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




