
ავტორი
Front News საქართველო
რაჭაში ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა, დღეს დილიდან, გეოლოგები ადგილზე იყვნენ გასულები ვერტმფრენით და მოინახულეს ტერიტორია. პირველი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომელიც გვაქვს – ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა.
“მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები და ასევე იმედი გამოვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ დროისთვის დაკარგულებად ითვლებიან, გამოჩნდებიან და ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახის წევრებს.
დღეს დილიდან, როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე იყვნენ გასულები ვერტმფრენით და მოინახულეს ტერიტორია. პირველი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
სამწუხაროდ, ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა რაჭაში, ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ასევე ის ეროზიული პროცესები, რომელიც კლიმატის ცვლილების პარალელურად ვითარდება სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ასევე ღვარცოფი, მყინვარების დნობა, რომელიც ასევე კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული და მეწყერი. ამ ხუთმა ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს – ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაახლოებით ორ კილომეტრამდე ტერიტორია, რომელიც დაახლოებით ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასალით არის დაფარული და პრაქტიკულად ყველა მოვლენამ ერთობლივად შექმნა ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელსაც აქტიურად ებრძვის მთელი ქვეყანა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თაგები:
მაია ბითაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს