
ავტორი
Front News საქართველო
“განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც 24 საკანონმდებლო აქტის პროექტისგან შედგებოდა. ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში”, – ამის შესახებ მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენა გაიმართა, რომელიც ევრორეკომენდაციების შესაბამისად პერსონალური მონაცმების დაცვის გაძლიერებას ეხება.
მაია ბითაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისგან დღეს სხდომათა დარბაზში ისტერია, პერფორმანსი და ქილიკი იხილეს, იმის შესახებ, რომ უმრავლესობას ევროკავშირში არ სურს .
“განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების 2 ძალიან მნიშვნეკოვანი კანონპროექტი, რომელიც 24 საკანონმდებლო აქტის პროექტისგან შედგებოდა. დღეს ჩვენ დარბაზში ჩვენი ოპოზიციონერებისგან ვიხილეთ ისტერიკა, პერფორმანსი, დროშების გადმოკიდება და ქილიკი იმაზე, რომ თურმე ჩვენ ევროკავშირში არ გვინდა. არცერთი არ არის დარბაზში. სამაგიეროდ არის მათ მიერ მიტოვებული და დანახინჯებულად დაკიდებული დროშები და სავარაუდოდ ახლა ემზადებიან რა მოიგონონ ხვალ დილისთვის ისეთი, რომ ქვეყანა დააზიანონ და კიდევ მოცხონ ჩირქი ზოგადად საქართველოს“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
თაგები:
მაია ბითაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს