
ავტორი
Front News საქართველო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კანონპროექტის მიღების შემდეგ აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
უწყებებმა საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინეს, როგორც “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტთან, ასევე მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შენიშვნები და მოსაზრებები კომიტეტში დამუშავდება და შესაბამისად, კანონპროექტში აისახება.
თაგები:
მაია ბითაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს