მაია ბითაძე – სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ

ავტორი
Front News საქართველო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე “ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება.
“სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი ნაც “აქტივისტკა”, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს! ესაა ის, რასაც ასწავლიან ჩვენ შვილებს. რა გჭირთ ხალხო რა!!! არ გეყოთ ამდენი კაცთმოძულეობა!
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს”, – წერს მაია ბითაძე.
“იმედის” ინფორმაციით, წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას ოპოზიციის აქტივისტი როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა, გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
თაგები:





